18 июля, 2011

პასუხისმგებლობის ფასი ჯაშუშებისა და ჯალათების ქვეყანაში

   ``რეზონანსი`` - ``მთელი კვირა``
                              18 ივლისი, 2011

ჯაშუშების ქვეყანაში ჯალათები სულ უფრო ხშირად და მონდომებით ლესავენ დანებს.
ეს ჩვენი სამშობლოა.
ხვალ ჩვენ გავხდებით ქვეყნის მტრები. ხვალ ჩვენ დაგვადებენ ბორკილებს და სრულიად შესაძლებელია, ვერც ჩვენ გავუძლოთ ქვეყნის უსაფრთხოების სახელით გამოჭედილი მარწუხების ძალას. მაგრამ იქამდე, სანამ ჩვენივე მიზეზით ჯოჯოხეთად ქცეულ ქვეყანაში აღიარებითი ჩვენების მიცემის რიგი მოგვიწევს, რა ღირს სიჩუმე? რა ღირს შეგუება? რა ღირს უპასუხისმგებლობა, რომელიც სულ უფრო ამძიმებს ჩვენი - მოქალაქეების დანაშაულს საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომელიც უკვე საფრთხობელად გვექცა?
ჩვენ ბრალს ვდებთ ამერიკას, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში, სწორედ მისი ჩარევის შედეგად, გათავისუფლდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფი - შაჰ აივაზოვი, და არაფერი გააკეთა მისი კოლეგების გასათავისუფლებლად. ჩვენ გარეთ ვეძებთ დამცველს და ვამხელთ მას, თუკი მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. რა შუაშია ამერიკა?!
გიორგი აბდალაძე, როგორც ჩვენი ბოლო იმედი ``ფოტოგრაფების საქმეში``, არის ყველაზე ცხადი მაგალითი იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვანოს სამართლის ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობას და სოლიდარობას.
როგორც ჩანს, გიორგი აბდალაძის ``აღიარებამ`` საბოლოოდ უნდა განსაზღვროს ჩვენს ცნობიერებაში, რას ნიშნავს მოქალაქედ ყოფნა. მათ, ვინც თქვენი ოჯახების მიღმა აღარ იხედებით და ამ შეთითხნილი საქმის შემდეგაც გგონიათ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ, დაგვტოვეთ მარტო დანის პირზე - წამების ქვეყანაში: ჩვენ არსად წავალთ.          

Комментариев нет:

Отправить комментарий