15 თებერვალი, 2012
წერილი ელისოს
ემოციური დღე იყო. და ის, რაც აქამდე ვერაფრით ამოვთქვი, ახლა მინდა, გაგიზიარო.
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მედიის წინაშე შენთვის სრულიად ახალ ამპლუაში წარგადგინა სიტყვებით - „ობიექტურობით ცნობილი ჟურნალისტი“, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ცხოვრებაში ამ პროფესიას; ყოველ სიტყვას, რომლის უკანაც ჩვენი პასუხისმგებლობა იდგა.
ჩვენს სამშობლოში საყვარელი საქმის კეთება შეუძლებელი გახდა.
ახლა ისევ საერთო საქმე გვაკავშირებს, უკვე - სხვა სივრცეში. და ვფიქრობ, არც ეს არის შემთხვევითი. ძალიან მინდა, რომ მომავალი თაობის ჟურნალისტებმა მაინც აღარ განიცადონ იმედგაცრუება. ეს იმედგაცრუება კი გაცილებით მძიმე გამოცდილებაა, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს. პირდაპირ ვიტყვი: თუკი გულწრფელი ხარ, ეს იმედგაცრუება შეიძლება განსაცდელადაც კი გექცეს.
თუკი მომავალი თაობის ჟურნალისტებს ამ განსაცდელს ავარიდებთ, ჩავთვლი, რომ რაღაც გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის. წარმატებებს გისურვებ ამ ბრძოლაში, ჩემო მეგობარო.
სიყვარულით, ნათია.