``რეზონანსი``
12 ნოემბერი, 2011
ნანა კაკაბაძე: ``მაგალითად, სოროსმა სამეცნიერო საქმიანობაც დააფინანსა და პარლამენტში შევარდნაც``
``ვხედავ საშიშროებას, რომ თუკი ივანიშვილი მოქალაქეობას არ მოითხოვს (ეს კი სამთვიანი პროცედურაა) და მხოლოდ წართმეული მოქალაქეობის დაბრუნებაზე იქნება კონცენტრირებული, ის საერთოდ არ აღმოჩნდეს პოლიტიკაში და, მასთან დაკავშირებული იმედის გამოყენებით, ის ძალები დაწინაურდნენ, რომელთა ქვეყნის სათავეში მოსვლის სურვილი საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს``, - ``რეზონანსს`` არასამთავრობო ორგანიზაცია ``ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის`` ხელმძღვანელი - ნანა კაკაბაძე ესაუბრება.
- თქვენ მონაწილეობდით შეხვედრაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. თუ შეიძლება, ამ შეხვედრიდან გამომდინარე, არასამთავრობოებისა და ივანიშვილის ინტერესების ურთიერთმიმართებაზე ისაუბრეთ. რას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება?
- შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაზეც სწორედ ის ხდებოდა, რაც ახლა საზოგადოებას აღელვებს - თვალშისაცემი იყო აბსოლუტურად გადაჭარბებული მოლოდინი ივანიშვილის მიმართ. შეკითხვებს უსვამდნენ ადამიანს, რომელიც თითქოს უკვე ხელისუფლებაშია.
ჩემთვის ივანიშვილის მთავარი გზავნილი არის ის, რომ იგი ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით აპირებს. მაგრამ მაინტერესებდა და ვკითხე მას, კონკრეტულად, რა გეგმა ჰქონდა ამ გზის გასავლელად. ვთქვი, რომ ის ფინანასურად უზრუნველყოფილია და, ამდენად, არ არის მოსალოდნელი, რომ მას მოუნდება სხვისი სახლი, სხვისი ბიზნესი, სხვისი კეთილდღეობა, სხვისი ცოლი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ჩვენ მივესალმებით, რომ ის მოვიდეს პოლიტიკაში, აიღოს პასუხისმგებლობა იმ მოლოდინზე, რომელიც მან საზოგადოებაში გააჩინა, მაგრამ ამ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აყენებს - მას არ აქვს მოქალაქეობა. ჩემი შეკითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.
ივანიშვილმა მითხრა, რომ ის იბრძოლებს მოქალაქეობის აღსადგენად. ეს კი, ვფიქრობ, ძალიან გაწელილი პროცესი იქნება და არ ვიცი, როგორ შეძლებს ის არჩევნებისთვის ამ პრობლემის მოგვარებას. ამასთან დაკავშირებით ეჭვი გამოვთქვი და მას ვუთხარი: საბოლოოდ, არ აღმოჩნდეს ისე, რომ მისი სახელით, მისი ფინანსებით პარლამენტში მოვიდნენ სხვა ადამიანები - ისინი, ვინც საზოგადოების ნდობით არ სარგებლობენ. ასეთ შემთხვევაში, ხალხი მოტყუებული აღმოჩნდება.
- კონკრეტულად, რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობთ?
- მას, ვისზეც ივანიშვილი გააკეთებს არჩევანს. თუკი აქამდე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა იყო ცნობილი, ახლა გამოჩნდა თანამშრომლობის მესამე ვერსიაც - ბურჯანაძე...
- მაგრამ ``თავისუფალმა დემოკრატებმა`` უკვე ცალსახად განაცხადეს, რომ ისინი ბურჯანაძის პოლიტიკური პარტნიორები არ იქნებიან, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ - დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ასეთ თანამშრომლობაზე არც საკუთრივ ივანიშვილი საუბრობს. თქვენ რა საფუძველი გაქვთ ასეთი ეჭვისთვის?
- ხშირად, ფაქტები განცხადებების საპირისპიროს ამტკიცებს. მე ვსაუბრობ იმ რისკზე, რასაც ვხედავ. ხოლო ვხედავ იმას, რომ ეს გაერთიანება თანდათან გაფართოვდება. ვხედავ საშიშროებას, რომ თუკი ივანიშვილი მოქალაქეობას არ მოითხოვს (ეს კი სამთვიანი პროცედურაა) და მხოლოდ წართმეული მოქალაქეობის დაბრუნებაზე იქნება კონცენტრირებული, ის საერთოდ არ აღმოჩნდეს პოლიტიკაში და, მასთან დაკავშირებული იმედის გამოყენებით, ის ძალები დაწინაურდნენ, რომელთა ქვეყნის სათავეში მოსვლის სურვილი საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს.
მართალია, ივანიშვილმა მითხრა, რომ ის აუცილებლად დაიბრუნებს მოქალაქეობას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება ასე ადვილად დაიხევს უკან. სტრასბურგამდე კი ძალიან შორი გზაა - სულ მცირე, ოთხი-ხუთი წელი, რაც ივანიშვილთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ მოლოდინს თავისთავად გააქრობს. ამასობაში კი, ვიმეორებ, შეიძლება გზა საზოგადოებისთვის არასასურველ პოლიტიკურ ძალებს გაეხსნას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაცია, მოწადინებულია, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის პრობლემასთან დაკავშირებულ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. მაგალითად, ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მანაც უნდა დაიწყოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
- ივანიშვილმა თქვენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ``მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება იმ მიზნების განხორციელებაში, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს``. თქვენი აზრით, რა კონკრეტული საფუძველი ჰქონდა მას ასეთი განცხადებისთვის?
- აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ შეხვედრის შემდეგ მას ასეთი განწყობა გასჩენოდა. თქვენ არ იცით, იქ რა ხდებოდა...
- არასამთავრობოები დაინტერესებულები არიან, რომ ივანიშვილი მათი დონორი გახდეს? და, თუ ასეა, როგორ შეიძლება ეს ანგარიშვალდებულება მათ საქმიანობაზე აისახოს - მაგალითად, მათზე, ვინც არჩევნების მონიტორინგზე მუშაობს?
- ეჭვი არ მეპარება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა დაფინანსებაზე უარს არ იტყვის, თუკი მას ივანიშვილი შესთავაზებს. მაგრამ იმასაც დავინახავთ, ისინი ამ თანხებს როგორ გამოიყენებენ. სოროსმა სამეცნიერო საქმიანობაც დააფინანსა და რევოლუციაც - პარლამენტში შევარდნაც. მაგალითად, ჩვენ უარი ვთქვით დაფინანსებაზე, რომლის მიზანიც რევოლუციაში ჩაბმა იყო. იმ პროცესებს გავემიჯნეთ, თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი: თუკი მასში მონაწილეობას მივიღებდი, დაფინანსებაც მექნებოდა და სერიოზული მხარდაჭერაც.
ასე რომ, პრობლემა დამფინანსებელი არ არის. მთავარია, როგორ გამოიყენებ ამ დაფინანსებას. ჩვენ რომ ვეცნობით კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვით ამ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებს 79 და 85%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს საერთაშორისო დაფინანსებით გაკეთებული კვლევები არ არის?
ივანიშვილს უნდა ჰქონდეს ნება იმისა, რომ სამუშაო წესიერმა ხალხმა აკეთოს. ეს ორმხრივი პასუხისმგებლობაა.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილი ბიზნესიდან მოდის. შესაბამისად, ის დაკვეთებსა და მითითებებს არის მიჩვეული. დრო გვიჩვენებს, ასე მოკლე პერიოდში, როგორ გადაეწყობა პოლიტიკოსის რელსებზე.
რაც შეეხება საკუთრივ იმ არასამთავრობოებს, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ატარებენ: ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს არასამთავრობოთა გაერთიანება, რომლისთვისაც ივანიშვილის ფინანსები ერთადერთი წყარო არ იქნება და მათი საქმიანობის დეტალები იქნება საჯარო.
თქვენც კარგად იცით, რომ თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები, არჩევნების მონიტორინგის დროს, ხშირად ექცევიან გავლენის ქვეშ. მეტიც, მიკერძოებულ, პოლიტიკური კლიმატის შესაბამის დასკვნებს დებენ თავად საერთაშორისო დამკვირვებლებიც. თუ ფიქრობ, რომ პოლიტიკური დაკვეთა უნდა შეასრულო, რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან აიღებ ფულს: საერთაშორისო ორგანიზაციისგან თუ ივანიშვილისგან? მთავარია, თავად ამ ორგანიზაციებმა იმუშაონ პატიოსნად და ივანიშვილი მათი ერთადერთი დონორი არ იყოს.
- თქვენი დაკვირვებით, არის თუ არა არასამთავრობო სექტორში ივანიშვილთან გადასვლის სამზადისი?
- დიახ, ვფიქრობ, რომ ისინი ივანიშვილთან წავლენ. იქიდან კი, ალბათ, პოლიტიკაშიც - ისევე, როგორც ეს 2003-ში მოხდა. სხვათა შორის, მაშინ ძალიან დაზარალდა სამოქალაქო საზოგადოება - იმიტომ, რომ არასამთავრობოების ყველაზე ძლიერი ნაწილი პოლიტიკური პროცესების წარმმართველი ძალა გახდა. ახლა აღარ არსებობს გარემო, რომელიც არასამთავრობოების სიძლიერეს განაპირობებს. ახლა ჩვენ მხოლოდ სტატისტის როლი გვაქვს.
- ზემოთ ივანიშვილთან მიმართებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოხატულ გადაჭარბებულ მოლოდინზე საუბრობდით. თქვენი დაკვირვების საფუძველზე, მთლიანად, საზოგადოების მოლოდინზე და ამ მოლოდინის გათვალისწინებით მოსალოდნელ შედეგზე რას იტყვით?
- ხელისუფლება ამბობს, - ივანიშვილი კრემლის იმედიაო, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად შესამჩნევია მის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი: ``ეს არის ის უკანასკნელი იმედი, რომელიც უფალმა ქართველ ერს გამოუგზავნა``.
ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან; თავისი საქმიანობით გააქარწყლოს გადაჭარბებული მოლოდინი და ეს მხარდაჭერა მხოლოდ რაციონალურ კალაპოტში მოაქციოს. სხვა შემთხვევაში, ``თავისუფლების ინსტიტუტის`` სინდრომი ისევ ``თავისუფლების ინსტიტუტით`` შეიცვლება. ეს კი კატასტროფის ტოლფასი იქნება.