``რეზონანსი`` - ``მთელი კვირა``
29 აგვისტო, 2011
``არაფერი ისე უაზრო, თანაც ამაო არ არის, როგორც ნებისმიერი ხელისუფლების ბრძოლა უცხო თუ საკუთარ კულტურასთან``
``გაქრა ინტელიგენციის, როგორც საზოგადოების მოაზროვნე, ოპოზიციურად განწყობილი ბირთვის (რაც აუცილებელია ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის!) ცნება, დარჩა უცნაურად სტერილიზირებული პოლიტიკოსთა მასა. რაღაცნაირად ეფემერული გახდა ექიმის, ინჟინრის, პედაგოგის, ხელოვანის, მწერლის ცნებაც, თითქოს არიან და არც არიან, თითქოს ირეალურ სამყაროში არსებობდნენ და რაც კიდევ უფრო საკვირველია - ტელეეკრანიდან გაქრა მსახიობიც. მისი ადგილი დაიკავა მასხარამ, კლოუნმა, თანაც დილეტანტმა. არასოდეს არ გვყოლია ამდენი მომღერალი და არასოდეს არ გვიცინია ამდენი. ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის დარდი ხალხს სიცილსა და სიმღერაში ჩაეკლას, არსად გამიგია...`` - ``მთელი კვირა`` გთავაზობთ საუბარს მწერალ თამაზ ჭილაძესთან.
- როგორ დაახასიათებთ სივრცეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? თქვენი დაკვირვებით, რაზე დგას ჩვენი სასიცოცხლო სივრცე; სააზროვნო სივრცე?
- ადამიანის სასიცოცხლო სივრცე უსაზღვროა და რაც უფრო ვრცელია ის, მით უფრო მაღალია ადამიანში პიროვნული ხარისხი. ეს სივრცე მოიცავს (უნდა მოიცავდეს!) ყველაფერს, რაც კაცობრიობას შეუქმნია და ქმნის კიდეც, ამიტომაც თვითოეული ჩვენგანი, თუნდაც უნებურად, მონაწილე ხდება საერთაშორისო სულიერი ცხოვრებისა. ``ყველა ადამიანში თვლემს კაცობრიობა``-ო, წერდა ანდრე მალრო.
სასიცოცხლო სივრცე ასაკთან ერთად ვიწროვდება, თანდათანობით მცირდება. სიმარტოვე სხვა არაფერია, თუ არა სასიცოცხლო სივრცის ერთადგილიან საკნად გადაქცევა და მაინც, ვიდრე ჩვენი (ანუ საერთოდ ადამიანის) სასიცოცხლო სივრცე სააზროვნო სივრცედაც რჩება, არამარტო ვარსებობთ, არამედ ვცხოვრობთ ანუ ვასრულებთ იმ დიად მისიას, რისთვისაც განგებამ მოგვავლინა ამ ქვეყნად. ადამიანური ცხოვრების აუცილებლობის განცდა - აი, რა ამოძრავებს, რა არის ჩვენი სასიცოცხლო სივრცის წარმმართველი ძალა.
სასიცოცხლო, ანუ სააზროვნო სივრცის ხელოვნურად დაპატარავებაც კი შეიძლება, რაც არაერთხელ გაუკეთებია პოლიტიკურ ძალას წარსულში, რომელსაც ხელს აძლევდა ``მოაზროვნე ლერწამი`` კი არა, არამედ ``იარაღის მკეთებელი ცხოველი``. სხვათა შორის, ტერმინი - ``პური და სანახაობა`` სწორედ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სააზროვნო სივრცის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. ტყუილად როდი ამბობდა სენეკა: ``არაფერი ისე დამღუპველი არ არის კეთილი ჩვევებისთვის, როორც სანახაობა``-ო და თუ როგორ დაამთავრა მან სიცოცხლე, კარგადაა ცნობილი...
რაღა რომში მივდივართ, ჩვენში დამკვიდრებული ``საარსებო მინიმუმის`` ცნება თავისთავად, სწორედ სასიცოცხლო სივრცის ხელოვნურ შევიწროებას, დაპატარავებას გულისხმობს, რადგან ადამიანი კი არ უნდა არსებობდეს, არამედ - ცხოვრობდეს, რაც აუცილებელი პირობაა ადამიანობის შესანარჩუნელბად.
- დისკურსი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, თქვენთვის რა თვალსაზრისით არის საყურადღებო? კულტურის ენა, რომელზეც ახლა ჩვენ ვმეტყველებთ, რაზე მიანიშნებს?
- კულტურის ენა, რომელზედაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ დიდი, უძველესი კულტურის ხალხი ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვივიწყებთ ამას, ამიტომაცაა, ჩვენი ორიენტაცია თუ პრიორიტეტები კომპასის დაბნეულ ისარს რომ ჰგავს.
კულტურის ენა იგივე ხალხის ენაა, რომელზედაც წარმოთქვა პირველი სიტყვები, ანუ აღიქვა სამყარო მისმა სულმა თვალჩაუწვდენელ წარსულში. ამდენად, ის, შეიძლება, ჩვენს რაობადაც წარმოვიდგინოთ, ანუ, თუ ვინ ვართ სინამდვილეში და რა შეგვიძლია შევმატოთ არამარტო ჩვენს ისტორიას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს.
ლინგვისტური გაგებითაც, ჩვენი ენა არაჩვეულებრივი სიცხადით გამოხატავს სწორედ არამარტო ჩვენს რაობას, არამედ შესაძლებლობებსაც. რატომღაც ადვილად ვივიწყებთ, რომ ასეთი მდიდარი, უნიკალური ენის პატრონები ვართ. სწორედ ჩვენი ენის უზარმაზარი შესაძლებლობების გამო ითქვა შორეულ წარსულში - მეორედ მოსვლის დროს, მაცხოვარი ამ ენაზე იქადაგებსო! გენიოსი ბერის ეს ნათქვამი ერთგვარი სამოქმედო პროგრამაც იყო მთელი ხალხისთვის, ანუ ხალხი თვალისჩინივით უნდა გაფრთხილებოდა ამ დიადი მისიის მქონე ენას, რაც, იმავე დროს, ერის გადარჩენას გულისხმობდა.
ჩვენი დღევანდელი სასაუბრო ენა, უპირველეს ყოვლისა, იმას ცხადყოფს, რომ ეს ბრძნული შეგონება კარგახანია, რაც დაგვავიწყდა, რომ საკმაოდ მწვავე კრიზისს განიცდის ჩვენი პიროვნება, რომ ის გაუგებრობების ეკალ-ბარდებშია გახვეული და სწორედ ამ ეკლებზე ვტოვებთ ჩვენი პიროვნული რაობის ნაფლეთებს. უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, აკი იხსენებენ კიდეც ჩვენი ენათმეცნიერები (ამაოდ!) და, რა თქმა უნდა, არამარტო ისინი - ყველა, ვინც გრძნობს ასეთი დაუდევრობის დრამატიზმს...
როცა ბერი ვახსენე, ამით ჩვენი ეკლესიის, როგორც მშობლიური ენის ერთ-ერთი უპირველესი დამცველის, უზარმაზარი როლიც ვიგულისხმე და მაინც, მიუხედავად მისადმი ჩემი უღრმესი პატივისცემისა, შეიძლებოდა მეთქვა - როგორ ურიგდება ის ჩვენი სასულიერო პირების ``დედაოებად`` და ``მამაოებად`` მოხსენიებას. თითქოს შეიძლებოდეს, ვთქვათ, დედათა და მამათა მონასტრების ნაცვლად, `დედაოების~ და ``მამაოების`` მონასტრებიც არსებობდეს, ეკლესიის მამებისთვის კი ``ეკლესიის მამაოები`` გვეწოდებინა. საკვირველი ის არის, რომ ზოგჯერ თვითონ სასულიერო პირი მოიხსენიებს თავს ``მამაოდ``! ჩვენში ძველთაგანვე მღვდელი და მოძღვარი სინონიმები იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მღვდელი განმანათლებელიც უნდა ყოფილიყო, ანუ, ფაქტობრივად, რისთვისაც არის მოწოდებული...
ეკლესიისადმი დღევანდელ მასობრივ ლტოლვას ეკლესიის დიდი ავტორიტეტი განაპირობებს. ჩვენი ისტორიული ცხოვრების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ერმა თავისი სულიერების საყრდენად ორი მძლავრი ფენომენი - ეკლესია და მწერლობა მოიაზრა, მიენდო კიდეც და არც შემცდარა - ორივე არამარტო სულიერების საყრდენი აღმოჩნდა, არამედ ძალაც, რომლითაც ემპირიზმის ტრაგიკული ერთფეროვნებიდან საკუთარი მომავლის, ბედის მშენებლის იდუმალ საიდუმლოს, სიმაღლეს მისწვდა. ``ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი``! - პოეტის ეს მოწოდება ერმა აღიქვა არა როგორც სასოწარკვეთილთა გამხნევება, არამედ როგორც იმედი, რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: ``ღმერთი ცოცხლების არის და არა მკვდრების``, ანუ ღმერთი კი არ გვამშვიდებს, არამედ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს - შენი ცხოვრება შენშია, იცხოვრე! ანუ შეიცანი ყველაფერი ადამიანური - ტანჯვა იქნება ეს, ღალატი თუ ერთგულება და რაც მთავარია, არა მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული. ერმა კი სიყვარულის ცნება იმით აამაღლა, რომ განიცადა სამშობლო, როგორც საკუთარი თავი!...
- კულტურის პარადიგმების შესახებ ვისაუბროთ. თქვენი აზრით, დარჩა თუ არა ჩვენს კულტურულ სხეულში ღერძული მნიშვნელობის მქონე პარადიგმა, რომელიც უძლებს დროს; უძლებს რევოლუციის, ფაქტობრივად, გამანადგურებელ ძალას?
- ერთადერთი, რაც, თქვენი თქმით, ``კულტურულ სხეულში`` დარჩა, როგორც ``ღერძული მნიშვნელობის მქონე პარადიგმა``, ჩემი აზრით, ჩვენი უძველესი კულტურული ტრადიციებია, რომლის მორევაც, საბედნიეროდ, არავითარ ახალ (ნებისმიერ) მიმდინარეობას არ ძალუძს. კულტურა დროზედაც კი იმარჯვებს, რამდენადაც, გარკვეული თვალსაზრისით, თავად ქმნის მას, ანუ თავად ქმნის საკუთარ სასიცოცხლო სივრცეს.
რამდენი ცივილიზაცია გაქრა ისტორიის მანძილზე, ეს, რაც ჩვენ ვიცით, მანამდე კიდევ რა იყო, მარტო ღმერთმა უწყის, მაგრამ ზოგიერთი ამჟამად არარსებული, ``მკვდარი`` ერის კულტურა დღესაც ცოცხალია და განაგრძობს კიდეც საკმაოდ მძლავრ ზემოქმედებას ჩვენზე.
კულტურა ტრადიციების უმდიდრესი საგანძურია, ალბათ უკეთესი იქნება, ამ შემთხვევაში თუ ვიტყვი - არსენალია-მეთქი, საიდანაც ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენივე ბრძოლისთვის (სხვას ვერაფერს დავარქმევ ადამიანის ძალისხმევას ამქვეყნად დამკვიდრებისთვის) აუცილებელი იარაღი გამოგვაქვს. ამდენად, როცა გუშინდელ ტრადიციებს ვუპირისპირდებით, ვუპირისპირდებით არამარტო ჩვენს ადამიანურ ყოფას, არამედ, რაც კიდევ უფრო საგულისხმობა, ვუპირისპირდებით საკუთარ მომავალს. შეიძლებოდა ისიც გაგვეხსენებინა - ზოგიერთი რამ, რაც ძველია, მარადიულიცაა!..
- რობერტ სტურუას გათავისუფლება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ხელისუფლების მორიგი გალაშქრებაა მისი ოპონენტების, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, სანამდე შეიძლება ეს პროცესი (განსხვავებული, კრიტიკული აზრის დევნა) მივიდეს?
- ამ ამბისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულება ორიგინალობით ნამდვილად არ გამოირჩევა - ისეთივეა, როგორც პოზიცია თეატრის ბედით დაინტერესებული უამრავი და უამრავი ადამიანისა.
მე, როგორც პიესის ავტორმა, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ რობერტ სტურუას ``ნადირობის სეზონი`` ნამდვილი შედევრია, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენს თეატრალურ ცხოვრებაში. რასაკვირველია, სპექტაკლზე მოგახსენებთ და არა პიესაზე, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა. ასე რომ, თითქმის ათი წელი ელოდა სცენაზე გაცოცხლებას და, როგორც კი გაცოცხლდა, თანაც დიდი ოსტატის მიერ, უცებ ასეთ, სრულიად მოულოდნელ, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელისუფლებას სიჩქარეში არ უფიქრია ამაზე, მაგრამ, თუნდაც, უნებურად, ყველას ერთად, ერთნაირად, თითქოს ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებული გამყინავი სიტყვა ც ე ნ ზ უ რ ა გაგვახსენდა: ყველამ რატომღაც ერთნაირად გავიფიქრეთ, რომ სტურუას გათავისუფლებით, თუკი ვინმე დავსაჯეთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი.
სახარებაში წერია (აი, კიდევ ერთხელ ვიხსენებ ამ დიად წიგნს) - მიწის მარილი თუ განქარდება, რიღათი გინდა დაამარილოო! ვფიქრობ, მართლაც, რამ უნდა შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც უსათუოდ გაჩნდება სტურუას წასვლის შემდეგ ჩვენს თეატრალურ და არა მარტო თეატრალურ ცხოვრებაში.
- ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს, კონფორმიზმის ფაქტობრივად მასობრივი ხასიათი, თქვენი აზრით, გარდაუვალია?
- ჩვენში შეინიშნება არგაგონილი, მართლაც რომ იდილიური ერთიანობა, ერთიანობა ხელისუფლებისა და ოპოზიციისა, თუნდაც კულტურისადმი დამოკიდებულების დროს. ასეთი თანაგანზრახულობა კი, მე ვიტყოდი, კონფორმიზმის ერთ-ერთი სტიმულია, თანდათან რომ ეუფლება კიდეც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. კონფორმიზმის რაობასა და ძალაზე საუბარი აქ ზედმეტად მიმაჩნია, რამდენადაც უკვე თქვენი კითხვიდანაც იგრძნობა, რა მასშტაბიც მიუღია მას ჩვენს ``სასიცოცხლო სივრცეში``.
კონფორმიზმი ჭაობია, რომელიც დაუნდობლად ნთქავს ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან თვისებას - ოპოზიციურობას, რისთვისაც სრულებითაც არ არის აუცილებელი, რომელიმე, ნებისმიერ პარტიას წარმოადგენდე.
``დემოკრატია ხელისუფლების შეზღუდვაა``-ო, თქვა რეიგანმა მოსკოვის უნივერსიტეტში, ეს კი ერთნაირად სასარგებლოა ყველასთვის, განსაკუთრებით კი - ხელისუფლებისთვის, თუკი, რასაკვირველია მოჩვენებით კი არა, ნამდვილად დემოკრატიულია.
თავისუფლება, რომლის მოპოვებაშიც უდიდესი როლი შეასრულა ქართულმა კულტურამ, თუნდაც მისთვის პლაცდარმის მომზადებით, მოულოდნელად სფინქსი აღმოჩნდა, რომლის კითხვებსაც იმიტომაც ვერ ვცემთ დღემდე პასუხს, რომ თავისუფლება კი გვინდა, მაგრამ აშკარად არ ვიცით, ან აქამდე ვერ გაგვირკვევია, რას ვითხოვთ, რას ველით მისგან. ეს ძალზე რთული საკითხია, ამიტომ მოკლედ ვიტყვი - თავისუფლება ``კაცთა ნავთსაყუდელი`` უნდა იყოს და არა ინვესტორთა გემების პორტი...
- საინტერესოა თქვენი აზრი შექმნილ ვითარებაში ქართული ინტელექტუალური ელიტის როლის შესახებ. სად არის ახლა იგი და რა ფუნქციების მატარებელია?
- ქართული ინტელექტუალური ელიტა დღეს, სამწუხაროდ, უაღრესად პირობითი რამ არის. ეს კი არა, გაქრა ინტელიგენციის, როგორც საზოგადოების მოაზროვნე, ოპოზიციურად განწყობილი ბირთვის (რაც აუცილებელია ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის!) ცნება, დარჩა უცნაურად სტერილიზირებული პოლიტიკოსთა მასა. რაღაცნაირად ეფემერული გახდა ექიმის, ინჟინრის, პედაგოგის, ხელოვანის, მწერლის ცნებაც, თითქოს არიან და არც არიან, თითქოს ირეალურ სამყაროში არსებობდენ და რაც კიდევ უფრო საკვირველია - ტელეეკრანიდან გაქრა მსახიობიც. მისი ადგილი დაიკავა მასხარამ, კლოუნმა, თანაც დილეტანტმა. არასოდეს არ გვყოლია ამდენი მომღერალი და არასოდეს არ გვიცინია ამდენი. ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის დარდი ხალხს სიცილსა და სიმღერაში ჩაეკლას, არსად გამიგია...
- საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ კულტურას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს ბრძოლა საქართველოში?
- ამ შემთხვევაში, ვერ ვიტყყვი: ``მწამს, რადგან აბსურდულია``-ო, რამდენადაც არ მწამს, არ მჯერა სწორედ იმიტომ, რომ აბსურდულია და არაფერი ისე უაზრო, თანაც ამაო არ არის, როგორც ნებისმიერი ხელისუფლების ბრძოლა უცხო თუ საკუთარ კულტურასთან. არა მგონია, ამის დაჯერებაც მიჭირს, ჩვენი სახელმწიფო რუსულ კულტურას ეომებოდეს. ყველა დაპირისპირება, ყველა ომი მოწინააღმდეგის ძალის შეფასებით იწყება. რუსეთის სამხედრო ძალა, სამწუხაროდ, უკვე გამოვცადეთ, თანაც რამდენჯერმე, რუსულ კულტურასთან ომი კი მხოლოდ უკულტურობის დემონსტრირება იქნება, მითუმეტეს ისეთი და უძველესი და უნიკალური კულტურის ქვეყნის მხრიდან, როგორიც ჩვენა ვართ.
მართალია, თუ წინათ ძალით გვარუსებდნენ, დღეს ჩვენი ნებით ვამერიკელდებით, მაგრამ ეს, რასაკვირველია, რუსულ კულტურასთან ომს არ ნიშნავს.
ოთარმა და მე ჩვენი რუსი მეგობრები - მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები იმიტომ მოვიკვეთეთ, რომ ჩვენი სამშობლოს უბედურებაზე ხმა არ ამოიღეს, როცა ჩვენს მიწაზე რუსული მილიტარისტული მანქანა უბედურებას ატრიალებდა, ადრეც, აფხაზეთის ამბებთან დაკავშირებით და მერე, 2008 წლის აგვისტოში. საგულისხმოა, რომ ოთარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მოსკოვიდან გამოგზავნილი უამრავი დეპეშიდან ერთ-ერთი ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: ``ოთარ, აპატიე რუსეთს``-ო!
ყველა ქვეყნის კულტურას ერთნაირად ვცემ პატივს, მაგრამ არის ქვეყნები, რომელთა კულტურასაც საერთო-საკაცობრიო მნიშვნელობა შეუძენია. უცებ, რატომღაც, სამი სახელი გამახსენდა: ტოლსტოი, რახმანინოვი, ახმატოვა, ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ უნიჭიერესი რუსი ხალხი, ყველა დროის, ყველა ხელისუფლების მიერ, სამწუხაროდ, სხვათა დასაპყრობლად, დასაჩაგრავად იყო და არის განწირული...
პუშკინის ძეგლი, რომელიც თბილისში სამოქალაქო ომის დღეებში, ქუჩური ბრძოლებისა და ცეცხლის ეპიცენტრში მოექცა, არც კი გაკაწრულა, ნამცეცი მტვერიც კი არ შეხებია, რაც ჩემი ხალხის მაღალ შეგნებასა და კეთილშობილებაზე მეტყველებს. პუშკინის ძეგლი კი არა, გრიბოედოვის ძეგლი, რომელიც, პირადად მე დიდ გაუგებრობად მიმაჩნია, რამდენადაც შენი სამშობლოს სხვა ქვეყნის კოლონიად გადაქცევის გეგმის ავტორს ძეგლს არსად უდგამენ, მაინც ხელუხლებლად დგას და ასეც უნდა იყოს...
- სად ხედავთ წიგნის ადგილს ჩვენს დღევანდელ ყოფაში? სად შეიძლება, სულის სიმშვიდე ჰპოვოს ადამიანმა? და საერთოდ, სად არის სული? სულიერება?
- წიგნი საერთოდ გაქრა, დაიკრგა, მასთან ერთად დაიკარგა მწერლობის, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელისა და დამამკვიდრებლის ცნება. რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი, მწერალი კი გვყავს, მაგრამ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ - მწერლობა, როგორც ასეთი, დღეს საქართველოში არ არსებობს და ეტყობა კიდეც ეს ჩვენს საზოგადოებას, რადგან ის ტრადიციულად მწერლობის ერთგვარ სულიერ ლიდერობას იყო შეჩვეული. შეიძლება ითქვას, დამთავრდა დიდიხნის წინ (თუნდაც ილიას მკვლელობით) დაწყებული ფარული თუ აშკარა პაექრობა ლიდერის ადგილის დასაკავებლად - პოლიტიკამ სძლია კულტურას, ოღონდ, იმედია დროებით...
წიგნის ადგილს ჩვენს დღევანდელ ყოფაში ვერ ვხედავ, თანაც თხუთმეტ საუკუნოვანი მწერლობის ქვეყანაში!...
სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენ ვბაძავთ, თანაც ვბაძავთ მის მიერ განვლილ ეტაპებს და არა დღევანდელ მდგომარეობას, რამდენადაც მე ვიცი, ასე არ არის - იქ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება - ბიბლიოთეკები სავსეა ახალგაზრდებით, უნივერსიტეტებში სემინარებს მწერლები ატარებენ, წიგნები დიდი ტირაჟით გამოდის, ბროდვეიზე თეატრის ბილეთს ვერ იშოვი - ტენესი უილიამსის, ოლბის, შეპარდის, მილერის პიესების სანახავად ევროპიდანაც კი ჩადის ხალხი.
ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, არასოდეს არ ყოფილა მწერლობის ამდენი მსურველი საქართველოში! ჩვენი პრესა თუ კომპიუტერის საიტები სავსეა ლინგვისტიკური მღვრიე სტიქიით, რასაც მწერლობას ვერ დაარქმევ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ აშკარად ნიჭიერ, იმედის მომცემ ახალგაზრდებს, რომლებიც, საბედნიეროდ, გვყვანან და ვისი იმედითაც ვსულდგმულობ პირადად მე.
დაპირისპირება და სითამამე აუცილებელი რამ არის მწერლობის განვითარებისთვის, ოღონდ ის სითამამე უნდა იყოს და არა თავხედობა. ვგულისხმობ, თუნდაც, პორნოგრაფიულ ოპუსებს, რომლებიც რატომღაც სიახლედ მიიჩნევა კიდეც ამ სრული განუკითხაობის ჟამს. არადა, იშვიათად თუ სხვა რამე შეიძლება იყოს ისე ძველი და ამავე დროს ისე დაგმობილი, როგორც ის. ``პორნოგრაფია სექსის შეურაცხყოფაა``-ო, ამბობენ ინგლისელები. ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვი, ალბათ, მალე გახდება აუცილებელი, ზოგიერთ ლექსს ასეთი გაფრთხილება დაერთოს: ``17 წლის მოზარდისთვის ამ ლექსის წაკითხვა სასურველი არ არის``!...
დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი განათლების პრობლემაა, მითუმეტეს, როცა პედაგოგი, ფაქტობრივად, მანდატურის დამატებად ვაქციეთ და ამით, რასაკვირველია, მისი ასე რიგ აუცილებელი ავტორიტეტი შევარყიეთ. რადგან ჩვენს სკოლაში ერთ-ერთი უცხო ენა მშობლიური ენის დონეზე ისწავლება, ჩემი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქართული ენისა და ლიტერატურის - ეროვნული შეგნების, შემეცნების საფუძვლის - სწავლებას.
უცხო ენა, თავისთავად, რასაკვირველია, სააზროვნო სივრცის გაფართობეას უწყობს ხელს, ოღონდ, თავიდანვე გასარკვევი და დასადგენია, რა მიზნით, რა დანიშნულებით ფართოვდება ეს სივრცე - იმისთვის, რომ ახალგაზრდამ სტუმარს ნომრის გასაღები მისცეს, ბარგი აუტანოს, ფორთოხლის წვენი მიართვას, თუ კულტურული ცხოვრების მოაზროვნე წევრი გახდეს - ერთხელ მაინც შექსპირის დედანში წაკითხვის (ჩემი აუხდენელი ოცნებაა!) სურვილი გაუჩნდეს, ანუ პიროვნება გავზარდოთ და არა რობოტი, რომელიც თეატრში შესვლას პოდიუმისა და ესტრადის წინ კივილს ამჯობინებს! ასე რომ, მარტო ინგლისურის ცოდნა არაფერს ნიშნავს...
ვის შეუძლია გაარკვიოს, ან ვინ მოიძიოს ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება, თქვენი თქმისა არ იყოს, სულის სიმშვიდე ჰპოვოს ადამიანმა! ``სად განისვენოს სულმა, სად მოიდრიკოს თავი?``-ო - დიდი პოეტის ეს სიტყვები შეიძლება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდეს, რომ ასეთი ``სულის განსასვენებელი`` ადგილის უცნაურ, იდუმალი მომხიბვლელობით აღბეჭდილ ძიებას წარმოადგენს სწორედ მწერლობა, რომელიც, ავია თუ კარგია, აუცილებელი ფენომენია. დამაფიქრებელია, რომ ამის თქმა მჭირდება დღეს, თანაც ისეთ ქვეყანაში, რომელმაც თუკი შეიძლება დღეს რამეთი თავი მოიწონოს, უპირველეს ყოვლისა, თავისი მწერლობით, საერთოდ, თავისი კულტურით. თავისუფლება კულტურის ენით მეტყველებს! იქ, სადაც მწერლობა არ არის, წყდება კიდეც წარსულისა და მომავლის გამაერთიანებელი ჯაჭვი.
მწერლობა ამზეურებს რა ადამიანის ახალსა და ახალს, აქამდე სრულიად უცნობ თვისებებს, ამით აახლოვებს, ანათესავებს კიდეც ერთმანეთთან ხალხებს, რამდენადაც საცნაურს ხდის ამ თვისებათა ერთნაირობას.
ადამიანი ქვეცნობიერადაც კი გრძნობს, რომ არ შეიძლება მარტივი, მხოლოდ ბიოლოგიური არსებობისთვის მოევლინა ის განგებას ამ ``უთვალავი ფერით`` სავსე სამყაროში, რომ თავისი წილი წუთისოფელი განვლოს ისე, თავისი ამქვეყნიური ყოფნის კვალი არ დატოვოს, თუნდაც, მახლობელთა ხსოვნაში. ზოგისთვის ეს, მართლაც რომ, მტანჯველი განცდაა და ამიტომაც ცდილობს კიდეც, რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთებას. აქედან ჩნდება რაღაც აუცილებლის (ასეთად მიაჩნია ყველას თავისი დარდი თუ საფიქრალი და არც ცდება!) ვინმესთვის გამხელის სურვილი. ``არა ვთქვა, არ შემიძლია!`` - ასეთი მძაფრი ვნება თუ ლტოლვა ყველა გონიერ არსებას ახასიათებს და ეს აახლოვებს კიდეც მათ ერთმანეთთან ისე, რომ შეიძლება თვითონ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ ამის შესახებ. აი, სწორედ ეს უდევს საფუძვლად მწერლობას, ამ დიადი მოწოდებით არის შთაგონებული და მის აუცილებლობასაც, შეიძლება, სწორედ ეს განაპირობებდეს...
``წიგნი რამ ომით მონაპოვარი``! – გალაკტიონ ტაბიძის ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს წიგნისა და, საერთოდ, მწერლობის მნიშვნელობაზე. მოდით, ჩვენც ამ სიტყვებით დავასრულოთ ჩვენი საუბარი...