``რეზონანსი`` - ``მთელი კვირა``
7 ნოემბერი, 2011
1 ნოემბრის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებს ლამის მთელი საზოგადოება დასცინის. როგორც ჩანს, ასეთი დასკვნის გამოსატანად ხალხს მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის სრულიად არაორგანიზებული პრესკონფერენცია უნდა ენახა.
არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ივანიშვილის პრესკონფერენცია, ინფორმაციული თვალსაზრისით, განსაკუთრებულად გამორჩეული იქნებოდა. მაგრამ შეხვედრა ჩემთვის მართლაც დამაფიქრებელი აღმოჩნდა: ივანიშვილმა აჩვენა, რომ ქართული ჟურნალისტიკა იმაზე მეტად ამომწურავ, კონკრეტულ, არგუმენტირებულ პასუხებს არ იმსახურებს, რაც მან ამ შეხვედრაზე გასცა.
მიმაჩნია, რომ ის, რაც 1 ნოემბერს ხდებოდა, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელისუფლებო მედიის პრობლემა არ არის. ეს მთლიანად, ქართული ჟურნალისტიკის პრობლემაა.
რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ნაციონალური არხებისა და ხელისუფლების მიერ დაფინანსებული გამოცემების ჟურნალისტები არ იღებენ ხელფასს ზნეობრივი კომპრომისის ხარჯზე;
მხოლოდ ხელისუფლების დირექტივებზე დამოკიდებული ჟურნალისტები არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები;
მხოლოდ მათ არ აქვთ კრიტიკული აზროვნების დეფიციტი;
მხოლოდ მათ არ აქვთ მშობლიურ ენაზე აზრის თანამიმდევრულად გამოხატვის, შეკითხვის გამართულად დასმის პრობლემა;
მხოლოდ მათ არ აქვთ კონტექსტის სწორად გააზრების პრობლემა.
მოკლედ, თავისუფალი, ანალიტიკური აზროვნება, გამბედაობა, შრომისმოყვარეობა; ბოლოს და ბოლოს, მშობლიური ენის ცოდნა და, უბრალოდ, საქმის პატიოსნად კეთება ის თვისებებია, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ ``ნაცმოძრაობის`` ჟურნალისტებს არ აკლიათ.
მაპატიონ კოლეგებმა, რომლებმაც ჩემი მოსაზრებები შეიძლება მენტორულ განცხადებად შეაფასონ, მაგრამ 1 ნოემბრის პრესკონფერენციის შემდეგ მე აღარ მქონდა შეკითხვა ივანიშვილთან მიმართებით. შეკითხვას მხოლოდ ჩემს თავს ვუსვამ და იგი ჩემი, როგორც რიგითი ჟურნალისტის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას უკავშირდება. ეს პასუხისმგებლობა გაცილებით მნიშვნელოვნად მეჩვენება, ვიდრე ნებისმიერი თანხა, რომელსაც პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპის დაცვაში ან, თუნდაც, სიყვითლეში იხდიან მედიამფლობელები.
და ბოლოს: საინტერესოა, საბოლოოდ, ჩაანაცვლებს თუ არა ტელეკომპანია ``მაესტროში`` კიწმარიშვილის პოლიტიკურ ინტერესს ივანიშვილის ინტერესი. ყურადსაღებია, ცხადია, არა არსობრივი მნიშვნელობით. საინტერესო უკვე თავად ყიდვა-გაყიდვის ტექნოლოგიაა და სხვა აღარაფერი.
მომავალ პრესკონფერენციამდე, ქართულო ჟურნალისტიკავ.

Комментариев нет:
Отправить комментарий