„რეზონანსი“
17 დეკემბერი, 2011
დავით უსუფაშვილი: „როცა საფეხბურთო მოედანზე მესი შემოდის, როლები სხვაგვარად ნაწილდება“...
„სხვა კოალიციებში ყოფნის დროს „რესპუბლიკელები“ გაცილებით მომთხოვნები, ჩვენი პოზიციების დაცვისას უფრო პრინციპულები ვიყავით - იმიტომ, რომ იქ პრაქტიკულად თანაბარი წონის პოლიტიკური ძალები ვიყავით გაერთიანებული. აქ კი სხვა ვითარებაა. ახლა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაშინ, როცა საფეხბურთო მოედანზე მესი შემოდის, როლები სხვაგვარად ნაწილდება“, - „რეზონანსის“ შეკითხვებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი პასუხობს.
- „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ივანიშვილი შეთანხმდით, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება. ამ პროცესში კონკრეტულად რა ვადა იგულისხმება?
- სამსუბიქტიანი პოლიტიკური კოალიციის მშენებლობა, ფაქტობრივად, დაწყებულია. „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ამ პროცესში ჩვენი პარტიული რესურსით ვართ ჩართულნი, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კი მისი გუნდის წევრები მონაწილეობენ.
საკუთრივ ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი დათქმული არ არის. ჩემი ვარაუდით, ამას ორიოდე თვე მაინც უნდა დასჭირდეს.
- იმ ფონზე, რომ მას საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს?
- მისი გეგმები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის და როგორ გადაწყდება მოქალაქეობის საკითხი. მან განაცხადა კიდეც, რომ, თუ პარტიის შექმნის დროისთვის მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ ექნება აღდგენილი, მაშინ პარტიის ოფიციალური დამფუძნებლები ის ადამიანები იქნებიან, ვინც მის გარშემოა.
- ივანიშვილის გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა როგორ წარმოგიდგენიათ?
- იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მისი მხარდაჭერა ექნება, ვფიქრობ, არჩევნებში წარმატების არანაკლები შანსი ექნება, ვიდრე - უშუალოდ ივანიშვილის მონაწილეობით.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საუბარია საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებაში არა ერთი ადამიანი, არამედ გუნდი მოდის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს გუნდი აპირებს, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ახლა ეს პრობლემა წარმატების შანსს ვერ ამცირებს.
- ვინ მოდის ივანიშვილის პარტიაში?
- ახალ პარტიას „რესპუბლიკელები“ არ ვქმნით. ამდენად, ეს არ არის ჩემი და „რესპუბლიკელების“ საქმე.
- თქვენი საქმე არ არის? არ გაინტერესებთ, ვინ იქნებიან თქვენი პარტნიორები?
- რასაკვირველია, მაინტერესებს: ჩვენ ხომ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. მაგრამ ეს ინტერესი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ინტერესით შემოიფარგლება. ამ პროცესში არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევით.
- ივანიშვილს ამ საკითხზე, თუნდაც გარკვეული დოზით, თქვენთან არ უსაუბრია?
- პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ არც ერთ დეტალზე მას ჩვენთან არ უსაუბრია.
- თქვენ, ივანიშვილი და „თავისუფალი დემოკრატები“ თანამშრომლობის როგორ ფორმატზე შეთანხმდით? როგორ მიიღება გადაწყვეტილებები? აქვს თუ არა ივანიშვილს განმსაზღვრელი როლი ამ პროცესში?
- თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიური და სისტემური ხდება. სწრაფად ყალიბდება სისტემის მართვის სტრუქტურები: საარჩევნო ინფრასტრუქტურა, პიარი, საორგანიზაციო საკითხები, ოფისებით უზრუნველყოფა. კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული ფუნქციები აქვთ. შესაბამისად, პოლიტიკური საარჩევნო მანქანა ნელ-ნელა ყალიბდება.
- მაგალითად, პოლიტიკურმა ექსპერტმა - ხათუნა ლაგაზიძემ ამას წინათ შენიშნა, რომ ივანიშვილის გუნდში თეორეტიკოსები სჭარბობენ; რომ იქ კვალიფიციური კადრების - პრაქტიკოსების დეფიციტია; რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გასამკლავებლად გუნდში სასიცოცხლოდ აუცილებელია პიარტექნოლოგების, პოლიტტექნოლოგების ყოლა. თქვენ კი უკვე მნიშვნელოვან წინსვლაზე საუბრობთ. მაინც რა შეიცვალა? ასეთ მოკლე პერიოდში ვინ იპოვა ივანიშვილმა?
- ექსპერტთა დაკვირვებებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ხშირ შემთხვევაში, ისინი სწორი მიმართულებით მოძრაობაში გვეხმარება. თუმცა ხშირად, გარე თვალისთვის რთულია იმის შეფასება, რაც ზედაპირზე ჯერ არ ჩანს. არ ვფიქრობ, რომ ივანიშივლის გარშემო არ არიან პოლიტტექნოლოგები, პიარტექნოლოგები და ა.შ., თუმცა საქმეს მეტი კვალიფიციური ადამიანის ჩართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ორ თვეში არ იქმნება მანქანა, რომელმაც არჩევნები უნდა მოიგოს. „რესპუბლიკელები“ ამ საქმეში ჩვენს რესურსს, გამოცდილებას მთლიანად ვდებთ.
შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილი ყოველდღიურად არის დაკავებული კვალიფიციური კადრების მოძიებით. ვფიქრობ, რომ მის გარშემო საინტერესო, ენერგიული გუნდი იკრიბება.
- შეგიძლიათ, ამ გუნდიდან კონკრეტული ადამიანები დამისახელოთ, მაგალითად, პოლიტტექნოლოგიის სფეროდან?
- როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩემი და რესპუბლიკური პარტიის განსახილველი თემა არ არის.
- მაგრამ მე ხომ არ გეკითხებით მათ შესახებ, ვისთანაც შეიძლება ივანიშვილი ახლა მართავს კონსულტაციებს და სამუშაოდ იწვევს? ხომ არ უნდა იყოს საიდუმლო ის, თუ ვინ მუშაობს ახლა მის გვერდით, თუნდაც, ზემოთ აღნიშნული მიმართულებით?
- ცხადია, არაფერია საიდუმლო. უბრალოდ, მე შემიძლია, რესპუბლიკურ პარტიაზე ვისაუბრო და გითხრათ, რომ მაგალითად, თინა ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მუშაობენ საზოგადოებასთან და უცხოეთთან ურთიერთობების კუთხით.
- საზოგადოებაში კითხვები გააჩინა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე ვალერი კვარაცხელიას, ჯანსუღ ჩარკვიანის, ვაჟა ლორთქიფანიძისა და სხვების გამოჩენამ. რაზე აქვს სწორება ივანიშვილს?
- ყველას, ვისაც ამ თუ სხვა სახეებმა რაღაც განსაკუთრებული აზრები გაუჩინა, ვურჩევ, ეს სურათი მთლიანობაში დაინახოს. პრეზენტაციაზე უამრავი ადამიანი იყო მოსული. შეუძლებელია, მათ ერთი სტატუსი, ერთი დანიშნულება ჰქონდეთ. როდესაც ივანიშვილის პოლიტიკური პარტია შეიქმნება, მაშინ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად გამოადგება საქმეს ესა თუ ის ადამიანი.
- „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, დარბაზში მსხდომი ადამიანები იქ შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე აღმოჩნდნენ?
- ...მე, უფრო მეტად, იმ ადამიანებს ვუყურებდი, ვინც სიტყვით გამოვიდა, ვიდრე მათ, ვინც ამ პრეზენტაციას ესწრებოდა ან ტელეეკრანიდან ადევნებდა თვალს.
შეგახსნებთ: ივანიშვილმა შესავალ სიტყვაში თქვა, - მივესალმები ყველას, ვინც აქ არის; ყველას, ვინც ჩვენსავით ფიქრობს, მაგრამ აქ არ არის და მივესალმები, ასევე, ყველას, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, მაგრამ საქართველო ჩვენზე ნაკლებად არ უყვართო.
11 დეკემბერს ივანიშვილს თავისი პოლიტიკური თანამოაზრეების წრე არ შეუკრებია.
- შეგნებულად?
- შეგნებულად. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამ, რაზეც ივანიშვილი საუბრობს, იმ დარბაზში ბევრისთვის იყო უცხო და, შეიძლება, მიუღებელიც.
- უკვე შემოიამხანაგეთ „კონსერვატორები“ და „ხალხის პარტია“. მათთან თქვენი ურთიერთობა როგორ განისაზღვრება?
- დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა პიროვნულ დონეზე. ისინი მზად არიან, ამ პროცესში ჩაერთონ ინდივიდუალურად. მონაწილეობას მიიღებენ მთელი თავისი რესურსით, გამოცდილებით. შესაბამისად, მზად არიან, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ ამ ბლოკის სიით, ან იყვნენ წარდგენილნი ბლოკის მიერ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში. ძიძიგურმა, დავითაშვილმა და მათი გუნდების წევრებმა ამ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს. დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს.
- „რესპუბლიკელები“ დავითაშვილის პარტიას ერთი კაცის პარტიას უწოდებდით. ახლა რა შეიცვალა? რატომ გახდა ის ანგარიშგასაწევი ძალა?
- ბევრი რამ გადაგვხდენია ჩვენც და სხვასაც. მაგრამ „რესპუბლიკელებმა“ ამ საქმეში ჩართვისთანავე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ შექმნილ ვითარებაში გადამწყვეტი ფაქტორი ივანიშვილის ნაბიჯია. ის მესია არ არის. მას არ უნდა ჩამოვკიდოთ ყველა პასუხისმგებლობა. მაგრამ, როდესაც პრქტიკულად უიმედო მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრში ამხელა პოლიტიკური ენერგიის მქონე ადამიანი გამოჩნდა, „რესპუბლიკელებმა“ ძალიან მარტივად გავიაზრეთ ჩვენი როლი.
- არ გაგიციათ პასუხი ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და ივანიშვილის გუნდს შორის. რას გულისხმობთ თქვენი როლის გააზრებაში? რეალურად, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს?
- ამ ურთიერთობაში ჩვენ არანაირი დამბლოკავი პაკეტი არ გვაქვს. ინიციატივების, შემოთავაზებების პასუხისმგებლობა ივანიშვილს აკისრია. ამ ვითარებაში ინიციატივით ვინც გამოვიდა და ვისაც ხალხის მხარდაჭერა აქვს, მის ხელში უდა იყოს ასეთი ინიციატივები – სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ვართ და ვიქნებით საიმედო პარტნიორები. ეს კი ნიშნავს მოსაზრებების გაზიარებას, რჩევის მიცემას, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების გამოთქმას. დაუშვებელია, რესპუბლიკურმა პარტიამ ბლოკში ვინმეს შემოყვანა დაჟინებით მოვითხოვოთ.
- ეს გასაგებიცაა - თქვენ და „თავისუფალი დემოკრატები“ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ დგახართ. ივანიშვილს თუ შეუძლია კონკრეტული ინიციატივების, წინადადებების დაბლოკვა?
- მან ქვეყნის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობა აიღო და მე მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო. სხვა კოალიციებში ყოფნის დროს „რესპუბლიკელები“ გაცილებით მომთხოვნები, ჩვენი პოზიციების დაცვისას უფრო პრინციპულები ვიყავით - იმიტომ, რომ იქ პრაქტიკულად თანაბარი წონის პოლიტიკური ძალები ვიყავით გაერთიანებული. აქ კი სხვა ვითარებაა. ახლა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაშინ როცა საფეხბურთო მოედანზე მესი შემოდის, როლები სხვაგვარად ნაწილდება.
- მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილი პოლიტიკური მესია?
- ის არის ამ პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი. როცა საუბარია პარტნიორების შერჩევაზე, მე ველოდები მისგან წინადადებას და ამ წინადადებაზე მზად ვარ, ჩემი მოსაზრება მოვახსენო.
- ივანიშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ბატონო დავით.
- ის, რაც მას არ აქვს, ჩვენ უნდა შევავსოთ. მაგალითს გეტყვით: ამას წინათ მთხოვა: მე ვიცი, ბიზნესი როგორ ვმართო, ხოლო პოლიტიკური კოალიცია როგორ უნდა იმართოს, იცი შენ. ვიმუშავე ამაზე. 90% მოიწონა, დანარჩენ ნაწილში კი კორექტივები შევიდა და საერთო გეგმის ჩამოყალიბება შევძელით. გადაწყვეტილებებს საფუძვლიანი მსჯელობის შემდეგ ვიღებთ.
- საგულისხმოდ მომეჩვენა ივანიშვილის მიერ გამოხატული გაღიზიანება ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას განსხვავებული აზრი აღიზიანებს. „მაესტროსთან“ ინტერვიუმ კი ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაამყარა, რადგან მას არ ესმოდა კრიტიკული კითხვები და ამ სივრცეში თავს კომფორტულად გრძნობდა. მიაქციეთ თუ არა ყურადღება ამ დეტალებს და როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- როდესაც საერთო პასუხისმგებლობის აღებაზეა საუბარი, ცხადია, ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია.
ორი კვირის წინათ, პირდაპირ ეთერში, მეც დავკარგე წონასწორობა. ეს ჩემი პრობლემაც არის.
ამას პოლიტიკური წლები სჭირდება. ამას სჭირდება საჯარო პოლიტიკაში ყოფნის წლები. ივანიშვილს ამ მძიმე გზის გავლა დასჭირდება. ეს მისი ამოცანაა.
- იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ გაქვთ პარტნიორობის სფეროში, ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნა რა გარანტიებს იძლევა? რა არგუმენტის საფუძველზე შეიძლება, ივანიშვილი თქვენი პარტნიორობის გარანტი იყოს?
- „რესპუბლიკელებიც“ და „თავისუფალი დემორკატებიც“, ამ თვალსაზირსით, ვართ იმ მიჯნაზე (ერთმანეთთან ურთიერთობაში), რომ ახლა უნდა შევძლოთ კონსტრუქციულ, შედეგის მომტანი თანამშრომლობა და ერთმანეთის გაძლიერება დიდ საქმეში წარმატებისთვის. ვხედავ, რომ ამისთვის მზაობა ორივე პარტიაშია.
გარანტი ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ვერავინ იქნება, ჩვენივე კეთილგონიერების გარდა. ივანიშვილი კი, ჩემი აზრით, იქნება ხელშემწყობი ფაქტორი ჯანმრთელი ურთიერთობისთვის.

Комментариев нет:
Отправить комментарий