13 იანვარი, 2012
რას ნიშნავს სიცოცხლე?
ბოლო ხანებში, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მე კავსაძის ქუჩაზე მივდიოდი - კახა კაციტაძესთან.
მივდიოდი თითქოს დასწავლილი შიშით, რომელიც პირველად, უკვე ჯანმრთელობაშერყეულ ბატონ კახასთან შეხვედრისას დამეუფლა. და ყოველი შემდგომი შეხვედრისთანავე, ამ შიშის, დალეული სხეულის შიშის გამო, ყოველთვის დავცინოდი საკუთარ თავს.
ეს, უპირველესად, სულის საწრთობი გაკვეთილები იყო.
სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში მას განსაკუთრებულად სურდა, საოცრად სურდა, ესაუბრა არა მხოლოდ მეგობრის, არამედ ასე ჩვეული რესპონდენტის პოზიციიდან. არ მეგულება მკითხველი, რომელიც მის რომელიმე ინტერვიუში უდიდესი განსაცდელის წინაშე მდგომ ადამიანს დაინახავს.
და, როგორც თვითონ ერთგან დაუწერია - „კიბოჩამოკიდებულ ლოგინში“ მწოლიარე კახასთან საუბარი ასმაგად მნიშვნელოვანი სწორედ ამ თვალსაზრისით იყო: ის მე მაძლევდა ძალას, უაღრესად საინტერესო საუბარში მთლიანად ჩავფლულიყავი და ეს გარდაცვალებისთვის გამზადებული სხეული ჩვენ შორის შიშის თვალებით არ ჩამდგარიყო.
მე დავდიოდი სიკვდილის დამარცხების გაკვეთილებზე. მას საოცარი შინაგანი სიმშვიდით გაჟღენთილი ადამიანი ატარებდა. მას ატარებდა უდიდესი შესაძლებლობების მქონე პიროვნება.
„ფილოსოფოსებისთვის სიკვდილი ტრაგედია არ არის“, - შენიშნა ერთხელ. არ ვიცი, როგორ კვდებიან ფილოსოფოსები. მე ვხედავდი იმას, თუ როგორ ემშვიდობებოდა (თუ ხვდებოდა) სიცოცხლეს კახა კაციტაძე - ჩვენი თანამედროვე, გამორჩეული მასშტაბის მოაზროვნე.
ბევრი გეგულებათ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრეც კი წიგნზე მუშაობისთვის ყოფნიდეს შინაგანი ძალა?
ან, ბევრს იცნობთ ადამიანს, რომელიც, სიკვდილის მიჯნაზე მყოფი, საკუთარ დაბადების დღეზე მანამდე არ მიდის საწოლთან, სანამ სტუმრებს არ გააცილებს?
სიცოცხლის გაკვეთილები კავსაძის ქუჩაზე დასრულდა...

Комментариев нет:
Отправить комментарий