19 июля, 2011

``ვაღიარებ, რომ...``

                         www.opinion.ge
                         19 ივლისი, 2011

``შეიძლება სულელი ვარ, მაგრამ რაღაც არ მესმის და იქნებ ამიხსნათ: თუ ის ფოტოგრაფები უდანაშაულოები არიან და ეს მთავრობამ იცის, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და ბოდიშიც მოუხადონ - როგორც ამბობენ, ``ბაზარი არაა``. მაგრამ თუ მთავრობას სწამს, რომ ჯაშუშები არიან, თავდებით რატომ უნდა გამოუშვას?`` - გია ნოდია.
დიახ, რატომ უნდა გამოუშვას, თუკი მთავრობას სწამს?!
და რატომ უნდა გავაპროტესტოთ, თუკი ჩვენ არ გვჯერა?!
ისევ - ნოდია: ``პატივცემულ ჟურნალისტურ სინოდს მართლა სჯეროდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უტყუარ მტკიცებულებებს დაუდებდა თუ თავს იდებილებს? რატომ უნდა დაედო მინისტრს სწორედ მათთვის მტკიცებულებები: სასამართლო არიან?``
ჯაშუშებისა და ჯალათების ქვეყნად ქცეულ ჩვენს სამშობლოში სამართლის უზენაესობა კოლექტიური ნოდიას ინტელექტუალური მხარდაჭერით განისაზღვრება.
ეს ჩვენი არჩევანია.
და სწორედ ამიტომ, ახლა გიორგი აბდალაძეს, როგორც ჩვენს ბოლო იმედს ``ფოტოგრაფების საქმეში``, ვანოს სამართალი ალაპარაკებს: ``ვაღიარებ, რომ``... დანარჩენი ტექსტი, რომელიც დღეიდან სინქრონულ რეჟიმში ისმის ჰებელსის ტელევიზიებიდან, ჩემთვის უცნობია: აღარ მაინტერესებს. ეს ჩემი სამართალია, ბატონო გია.
ზნეობრივი კრიზისის მქონე ინტელექტუალების ტვინითა და სინდისით ნაკვებ ჯოჯოხეთს ახლა ჯაშუშების ჩვენებებიღა აცოცხლებს. მალე შეიძლება ჩვენც - რიგრიგობით ყველამ, ვაღიაროთ სამშობლოს ღალატი - სიკვდილის მარწუხების ქვეშ გაწოლილებმა, როგორც შეგუების საზღაური. ახლა ჩვენ სათითაოდ ავდივართ ჩვენივე ხელით ნაჭედ გილიოტინაზე. ახლა ჯალათი სათითაოდ გვიახლოვდება. არ გსურთ სიკვდილი?

Комментариев нет:

Отправить комментарий