25 марта, 2011

მან დაინახა ყველაფერი, რაც დასანახი იყო...

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
22 ივნისი, 2009


ლტოლვილთა საერთაშორისო დღის - 20 ივნისის აღსანიშნავად ვიღაცებმა გადაწყვიტეს, "ქართლის დედის" ძეგლი ლურჯად განათებულიყო. სულ ვფიქრობ, რა იყო ამ იდეის არსი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი გონება მაღალი იერარქიის იდეების მნიშვნელობას ვერ იგებს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყველა დღე 20 ივნისია. და ამიტომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, "ქართლის დედის" ძეგლს გაანათებენ თუ ნებისმიერ სხვას; ლურჯად ინათებს იგი თუ სულ ჩააბნელებენ ამ დღეს მთელ ქალაქს.
*     *     *
26 მაისი განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი, ჩემი აზრით, ნიშანდობლივი ფაქტით: იმ დღეს, როცა ყველა სკოლაში დასვენების დღე იყო, მიხეილ სააკაშვილი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა. საუბრობდა  და საუბრობდა პოლიტიკაზე, ვიდრე საკუთარი მონოლოგითვე არ დაიღალა. და ბავშვებმაც ალბათ როგორ ამოისუნთქეს...
მაგრამ ბოლო დროს თითქოს ტონი შეეცვალა: უფრო შემტევია, ერთი შეხედვით.
"მე გავიგონე ყველაფერი, რაც გასაგონი იყო; და დავინახე ყველაფერი, რაც დასანახი იყო". რა საინტერესოა, რა გაიგო და რა დაინახა - მისთვის გასაგონი და დასანახი - ჩვენი ქვეყნის სიმბოლომ. შეიძლება, ახალი "რეფორმებისთვის" ემზადება - მათ ასალაგმად, ვინც დღემდე ვერ გაიგო, რომ "დემოკრატია პროცესია და ეს ყველაფერი ნეეელა კეთდება". ვთქვათ, "ფარჩაკ ოპოებს" მასიურად დაერევით. მაგრამ საინტერესოა, რას უპირებთ ხალხს, რომლის გამოცვლაც ადვილი არ აღმოჩნდა? ამ ქვეყანას "დუბინკების" გამომშვებ ქარხნად ხომ ვერ გადააქცევთ?
28 მაისს, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მორიგი დარბევის შემდეგ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია-კონცერტზე წამყვანმა გამოაცხადა, - ჩვენს უკან, პარლამენტში, "სპეცნაზი" ცეკვავსო. თუ ასე იყო, მაშინ მალე ახალი "სპეცნაზის" შექმნა მოგიწევთ: მოცეკვავე "სპეცნაზის" დასარბევად...
"ჩვენ გვყავს ჩამოყალიბებული, გონიერი საზოგადოება, მათ კი (ოპოზიციონერებს) მიაჩნიათ, რომ ხალხი არის ბრბო" - მიხეილ სააკაშვილი. როგორ ფიქრობთ, ბატონო მიხეილებო, ამ - გონიერი  საზოგადოების წარმომადგენლებს ქვის სროლა  ვინ დააწყებინა? "უცნობმა" თუ კახა თარგამაძემ? ან - ლევან მამალაძემ?
*     *     *
"გამარჯვებისთვის ფული აუცილებლია" - აღნიშნა ამას წინათ ევროპიდან დაბრუნებულმა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა - ლევან გაჩეჩილაძემ. ის საერთაშორისო პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბრობს. საინტერესოა, რა ჯდება, ოპოზიციური გათვლებით, ხალხის მობილიზება საქართველოში, და არის თუ არა იგი რაიმე კავშირში სამოქალაქო ცნობიერების საკითხთან?!
*     *     *
ოპოზიციამ დააანონსა, რომ მალე ახალ გეგმებს გამოაცხადებს...

Комментариев нет:

Отправить комментарий