29 марта, 2011

ბოლო ერთი თვის შთამბეჭდავი ქრონიკა ბედნიერი ერის ცხოვრებიდან

 "რეზონანსი" - "მთელი კვირა"
31 აგვისტო, 2009


ოპოზიციამ რაც უნდა იტრაბახოს, ფაქტია, რომ თვე-ნახევარში "გაიჭედა". აი, ბ-ნ მიხეილის შესაძლებლობებს კი უდავოდ სხვა ძალა აქვს. რა აღარ მოიფიქრა და განახორციელა თუნდაც მიმდინარე თვის განმავლობაში! ყველაზე თვალშისაცემი, ალბათ, ის არის, რომ ბოლო დროს მზერა აფხაზეთისკენ განსაკუთრებით მომართა, ოღონდ - რა მიზნით, რა უნდა, ვერ გაიგებ...
ჯერ: ზედ ენგურის ხიდთან აფხაზეთში ომის დაწყების თარიღი აფხაზი ხალხისადმი ერთობ საინტერესო მიმართვით აღნიშნა; შემდეგ - პომპეზური აქცია ბათუმში, რომლის სახელწოდება - "აფხაზეთი ჩემია" და, შესაბამისად, შინაარსი ჩვენი საბოლოოდ გამოშტერებისთვის მოიფიქრა მისმა უნიჭიერესმა ავტორმა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ჩვენი ქვეყნის მმართველები, რომ მათი თანამემამულეები უკვე იცინიან ასეთ "სახელისუფლებო მიგნებებზე". ვისია აფხაზეთი, აფხაზებმაც კარგად იციან და რუსებმაც. ჩვენ კი, თქვენც კარგად იცით, მშვენივრად მოგვეხსენება ჩვენი გასაჭირის ამბავი. და ისე გამოდის, რომ საკუთარ თავს დასცინით. ეს კი, რაღა დასამალია - არანაკლებ უხერხულობას გვიქმნის.
ამავე (უხერხულობის) კონტექსტში ჯობს, აღარაფერი ვთქვათ სააკაშვილის საჩხერულ თავგადასავალზე: გაუყვანოს წყალი დიდი პოეტის სოფელს, რაღა!
ჰო, მართლა: პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენლებო და სახელისუფლებო პოლიტიკის მხარდამჭერებო, გილოცავთ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას დანიშვნას! ეს უდავოდ ყველაზე გონივრული არჩევანია, თუკი რამე მოგიფიქრებიათ, 2003 წლიდან მოყოლებული!
ველოდებით მკაცრი ხელის ოფიციალურად ამუშავებას - რასაკვირველია, არამხოლოდ მისთვის ფორმალურად განსაზღვრულ სისტემაში. ჩვენ კი, როგორც ელოდით, უკვე უფრო შეგვეშინდა...

Комментариев нет:

Отправить комментарий