01 апреля, 2011

მიცვალებული ადგა?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
14 დეკემბერი, 2009


აი, ამ ავტობანით, ამ "ფორმულა 3-ით" და ამ ილორის ჯვრით, პატრიარქმა რომ მაჩუქა, როგორი წინააღმდეგობაც უნდა მქონდეს, აფხაზეთში მაინც ჩავალო...
დღეიდან ჩემს ნაცვლად მანანა მანჯგალაძე ილაპარაკებსო... მაგრამ სწორედ იმ დღიდან ისე დაიქოქა...
"მე ვარ ის მიწისმთხრელი, ვინც იცის, მიწის ქვეშ რა არის, ეს ყველაფერი კი, უცებ ამოვა და გაიფურჩქნება!"
"მეზობელი ქვეყნის ყოვლისშემძლე მეთაურმა თავისი პრესკონფერენციის ყველაზე დიდი ნაწილი მიუძღვნა ჩემს ჰალსტუხს და ჩემ მიერ ჰალსტუხის მიმართ განხორცილებულ გარკვეულ ქმედებებს. როცა ტელეკომპანია "მაესტრო" აკეთებს ამას, გასაგებია - "მაესტროა" და სხვა საქმე არ აქვს. მაგრამ როცა ამხელა ქვეყნის "დიდ მეფეს" სხვა არაფერზე აქვს სალაპარაკო, გარდა პატარა მეზობელი სახელმწიფოსი და მისი მეთაურის ჰალსტუხისა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას"...
და ის როგორ იყო? გველეშაპის საცეცებიო, გველეშაპის თვალიო...
საგაზაფხულო თავშესაფრიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილი, ახლა, როცა შინ დარჩენა უწევს, რუკასთან დგება და საჩვენებელი ჯოხით მანევრირებს ქაღალდზე დატეულ მსოფლიოში.
შინ კი... ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე: ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო გადაცემის ყოფილ წამყვანს - ლიკა ნაღებაშვილს (რომელიც სულ ახლახან პაატა დავითაიას პოლიტიკურ პარტიაში გადავიდა), როგორც ჩანს, მერობა სურს.
ოპოზიციის ერთი ნაწილი შიდაოპოზიციური პრაიმერის ხიბლით არის შეპყრობილი და ამით, მეორე ნაწილს, შეიძლება ითქვას, კრიჭაში უდგას.
ამ ფონზე კი, სააკაშვილს სუნთქვა აუჩქარდა, იმდენს დარბის 30%-იანი ბედნიერების მოსაპოვებლად.
*     *     *
იმ ეზოში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბაჭიებითა და მათი საკვებით იყო მოფენილი, ახლა სხვა რეალობაა: იქ ტოლერანტობის ქანდაკება დგას. და, სხვათა შორის, კათალიკოს-პატრიარქს ერგო პატივი ქვეყნის პრიზედენტისგან, პირველად სწორედ მას დაეჭირა თითი ქანდაკების გასანათებელ ღილაკზე.
*     *     *
მიცვალებული ადგა?

Комментариев нет:

Отправить комментарий